შეზღუდვებია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე
ამ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის. უღელტეხილზე ძლიერი ყინვაა, ამიტომ, არ არის გამორიცხული, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ვითარებას შუამთის მიმდებარე ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. დიდთოვლობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, დღეს დილიდან მუშაობა შეაჩერა თელავის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
