არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტი საბავშვო ბაღში
თბილისის ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტზე რეაგირება დაწყებულია. სამსახურიდან გათავისუფლებულია ჯგუფის აღმზრდელი, ინფორმაცია ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს. საქმეს ბაღების მართვის სააგენტო სწავლობს.
