მიხაილო პოდოლიაკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს
საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა უკრაინიდან. მიხაილო პოდოლიაკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი აცხადებს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული. მმართველი გუნდის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაცია დასრულებულია. „ქართულ ოცნებაში“ პოდოლიაკის მიხეილ სააკაშვილით დაინტერესება ეჭვებს იწვევს.
