პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს
პარლამენტში, პირველად, ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს. სიტყვით გამოვიდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე, ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში. კონფერენციაზე მსჯელობენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და რეფორმებზე, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოლაპარაკებების პროცესში ეროვნული პარლამენტების როლზე.
