ლევან გორგაძემ სპორტული კარიერა დაასრულა
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ტოკიოში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე კულტურული პროგრამა წარმოადგინა. სიტყვით გამოვიდა სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე. იოსებ ბაღათურიამ ტოჩინოშინის კარიერაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა მას იაპონიაში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის და წარმატებები უსურვა.
