მინისტრობის კანდიდატების მოსმენა
მინისტრობის კანდიდატურების განხილვა პარლამენტში დაწყებულია. ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი რატი ბრეგაძე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გამოვიდნენ. ამ წუთებში კი უსმენენ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
