ტოჩინოშინის სპორტული კარიერიდან გაცილება
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ტოკიოში ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის კარიერის დასრულების აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრო. ისტორიულ დღეს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, უცხოელი დიპლომატები, მაღალი დონის სტუმრები, ლევან გორგაძისა ოჯახის წევრები, იაპონიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და უამრავი გულშემატკივარი. ლევან გორგაძის კარიერის დასრულების აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლმა „რუსთავმა“ მუსიკალურად გააფორმა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
