ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მცირე უპირატესობა მოიპოვა. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი. დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 66 სამხედრო შეტაკება მოხდა, აქედან 33 შეტაკება ავდეევკის მიმართულებით დაფიქსირდა, რომლის ალყაში მოქცევასაც რუსული საოკუპაციო ძალები ცდილობენ.
