თეთრი სახლის გამოხმაურება
რესპუბლიკელების გეგმას, წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარონ ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის დახმარების გარეშე, თეთრ სახლში ცინიკური პოლიტიკური მანევრი უწოდეს. შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის უსაფრთხოება უნდა იყოს წმინდა და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ თამაშად. „ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრების უსაფრთხოებისთვის, არაფერს აკეთებს უკრაინის ხალხის დასახმარებლად, რათა დაიცვან თავი პუტინის აგრესიისგან, და უარყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი მოქალაქეებისთვის, რომელთაგან უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან“,- წერია განცხადებაში.
