„ჰამასის“ წარმომადგენლის განცხადება
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, მომავალ კვირას კენჭი უყაროს ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე. ცნობას დასავლური მედია წარმომადგენელთა პალატის სპიკერზე, მაიკ ჯონსონზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ეს საჭიროა, რომ ისრაელმა, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, დახმარება დროულად მიიღოს.
