გერმანია VS საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჯგუფის პირველ შეხვედრას დღეს, გერმანიასთან სტუმრად გამართავს. წელს საქართველო ა ჯგუფში ესპანეთთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან ითამაშებს. საქართველოს და გერმანიის ნაკრების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, ტელეკოპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.