ფინეთ-რუსეთის საზღვარი კიდევ ერთი თვით დაიხურება
ფინეთ-რუსეთის საზღვარი კიდევ 1 თვით იქნება დახურული. ოფიციალური ჰელსინკი შიშობს, რომ მოსკოვი საზღვარზე არალეგალი მიგრანტების გადაყვანით, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოების შერყევას ცდილობს. ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.
