სამთავრობო პროგრამა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ირაკლი კობახიძე ახალ სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პარლამენტში ხუთშაბათს წარუდგენს, რის შემდეგაც მას მთავრობის მეთაურად აირჩევენ. ხვალიდან კი, საკომიტეტო განხილვები დაიწყება. განახლებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში წერია. რომ საქართველო განაგრძობს ევროპისკენ სწრაფვას, სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიურ ურთიერთობას და მოქალაქეებზე ზრუნვას. საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გაგრძელდება ყველა მსხვილი პროექტი და ინიციატივა.
