შვეიცარიელი ფერმერების აქცია
ევროპელი ფერმერების აქციას შვეიცარიელი ფერმერებიც შეუერთნენ. საპროტესტო მსველობის მონაწილეები ტრაქტორებით ჟენევის ცენტრში შეიკრიბნენ და გზები გადაკეტეს. ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად შვეიცარიელი ფერმერები ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში გამკაცრებულ შიდა რეგულაციებს, მზარდ გადასახადებს და უცხო ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან დაბალ ფასიანი პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ. ფერემერების აქცია გაიმართა შვეიცარის ქალაქ ბაზელშიც.
