აქცია ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ
ბერლინში ულტრა მემარჯვენეების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე 150 000 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ულტრა მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას ითხოვდნენ. აქციების გამართვის მიზეზი გახდა გერმანული მედიის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია, რომლის მიხედვითაც, ულტრა მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა სხვა მემარჯვენე ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრა გამართეს, სადაც გერმანიიდან მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გზები განიხილეს.