აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და მათ გირაოს სახით 3000-3000 ლარის გადახდა შეეფარდათ. პროკურატურა სხდომაზე ბრალდებულების მიმართ 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას აქციის დროს აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების გამო დააკავეს
