არასამთავრობო ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი კამპანია
ოპოზიციის შემდეგ ახლა უკვე არასამთავრობო სექტორმა გადაწყვიტა, რომ ევროპულ გზაზე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა არ ღირს. არადა, 12 რეკომენდაციის შესრულებისას მათმა დიდმა ნაწილმა პროცესისგან გარიყვა თავად გადაწყვიტა. მეორე ნაწილმა სხვადასხვა გზებით და კვლევებით, ქვეყნისთვის არადადებითი რეიტინგებისა და ქულების მინიჭებაც მოახერხა. მოკლედ ასეა თუ ისე, ახლა ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფებში დაშვებას სთხოვენ. ხელისუფლებას კარგად ახსოვს, რომ სტატუსის მიღებამდე ენჯეო სექტორის ნაწილი დესტრუქციაში ოპოზიციას არ ჩამორჩებოდა. ამის მიუხედავად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პროცესი ღიაა და საკომიტეტო სხდომებზე დასწრება მათაც შეუძლიათ
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
