მსოფლიო თასი ფარიკაობაში
თბილისის სპორტის სასახლე, დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტურნირზე რომელშიც 22 ქვეყნის 155, მათ შორის 5 ქართველი მოფარიკავე მონაწილეობს, დღეს გუნდური შეჯიბრი მიმდინარეობს, ხვალ კი მსოფლიო თასი ინდივიდუალური შეჯიბრით გაგრძელდება. ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირების სერია 9-11 თებერვალს, ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასით გაგრძელდება, მამაკაცებს შორის. ხოლო 17 და 18 თებერვალი, სპორტის სასახლეში რაპირით და ხმლით მოფარიკავე იუნიორ ქალებს დაეთმობათ
