საბა ფურცელაძის გამარჯვება
საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობს. დღეს, ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა საბა ფურცელაძემ 366-ე ნომერი ლიეტუველი სპორტსმენი 2-1 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 3 სეტში დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრები დევისის თასზე საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით წავიდა. ჩვენი ნაკრები ხვალ ერთ მატჩს წყვილთა თანრიგში და ორ მატჩს ერთეულებში გამართავს
