საგამოძიებო მოქმედებები საავტორო უფლებათა ასოციაციაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო მოქმედბებეს საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში თითქმის 8 საათის განმავლობაში ატარებდა. ამოღებულია დოკუმენტაცია და ელექტრო მოწყობილობები. გამოძიება ავტორ შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. ხელოვანები გიგა კობალაძეს მათი კუთვნილი თანხების მითვისებას ედავებიან. ამ ინფორმაციას თავად კობალაძე უარყოფს და ამბობს რომ საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსური დარღვევები არ არსებობს. ცნობილია აუდიტის 2023 წლის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კობალაძეს რამდენიმე წლის განმავლობაში ქონდა ხელოვანების 14 მილიონიანი დავალიანება. საავტორო უფლერბათა ასოციაციის თავმჯდომარე ორშაბათს გამოიკითხება