„ჩვენ გვახსოვს ჩვენი ვეტერანები“
„ჩვენ გვახსოვს ჩვენი ვეტერანები" - ამ სახელწოდებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჩვენი ქვეყნის დამსახურებული ვეტერანებისათვის მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმოდგენა „გაქცევა" გაიმართა. სპექტაკლი ერთ მოქმედებიანია. წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა
