აშშ-მ სირიაში მდებარე სამიზნეები დაბომბა
ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა სირიაში მდებარე სამიზნეები დაბომბა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 28 იანვარს იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. 30 იანვარს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხებდა თავდასხმას. ადგილობრივი რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერაში მან ირანი დაადანაშაულა
