ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარე საქართველო გახდა
2024 წელს, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა. ევროპის საბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სტრასბურგში მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია შედგა. საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას ევროპის 46 ქვეყნიდან 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო
