ბლუმბერგის სტატია
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უნგრეთის მმართველი პარტიის დეპუტატები არ დაუშვებენ კენჭისყრას შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირების შესახებ, ვიდრე შვედეთის პრემიერ მინისტრი არ ეწვევა ბუდაპეშტს თავის უნგრელ კოლეგასთან შესახვედრად. სააგენტოს ცნობით, უნგრეთის მმართველი გუნდი ბოიკოტს გამოუცხადებს ოპოზიციის მიერ ორშაბათისთვის მოწვეულ რიგ გარეშე სხდომას შვედეთის განაცხადის რატიფიცირებისთვის. შვედეთის პრემიერ მინისტრმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ბუდაპეშტში მას შემდეგ ურჩევნია ჩასვლა, რაც უნგრეთის პარლამენტი განაცხადის რატიფიცირებას მოახდენს
