ირანის პრეზიდენტის განცხადება
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომს არ დაიწყებს, თუმცა მტკიცედ უპასუხებს დაშინების მცდელობებს. „ირანის სამხედრო ძალა რეგიონში არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელ ქვეყანას ან ძალას სურს ჩვენი დაშინება, ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად უპასუხებს ამ მცდელობებს“ - ამბობს ირანის პრეზიდენტი
