აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს
პროცესს წინ უძღოდა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა. წმინდა მატრონას ხატისთვის, საღებავის შესხმის გამო, ნატა ფერაძე ხუთი დღით დააკავეს.
