ფაშინიანი მოსკოვთან თანამშრომლობაზე
სომხეთი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის პარტნიორი მხოლოდ რუსეთი იყო, რაც ვეღარ გაგრძელდება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.
