უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია გუშინ აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. ისინი ,,ქართული ლეგიონის’’ შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ორივე მათგანი პროფესიონალი სამხედრო და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო.
