„ქართული ოცნების“ ყრილობა
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეექვსე პრემიერ-მინისტრი ხდება. მმართველი პარტიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ის ოფიციალური კანდიდატია. უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი პარტიას იბარებს. უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ერთიან ძალისხმევას საჭიროებს - მთავრობის მომავალ ხელძღვანელს გუნდის იმედი აქვს. შენარჩუნდება მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა, გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. მომავალი პრემიერი არჩეულ გზაზე უცვლელი პრიორიტეტებით და ახალი ენერგიით სვლას გეგმავს, ყოფილი პრემიერი კი გუნდთან ერთად საკონსტიტუციო უმრავლესობის ასაღებად ბრძოლას
