კვარაცხელიას შეძენით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა
მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ქართველი ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებისგან ინტერესი ისევ გაჩნდა. 22 წლის შემტევის შეძენით ამჯერად ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა. ინფორმაციას „ფუტბოლ ტრანსფერ კომი“ ავრცელებს.