ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთავაზებას ეცნობა
ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთავაზებას ეცნობა. ამის შესახებ განცხადება ისმაილ ჰანიემ გააკეთა. დაჯგუფების პოლიტიკურმა ლიდერმა აღნიშნა, რომ პარიზში ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის და ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენლების, ასევე კატარის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებების შემდეგ შემუშავებული შეთანხმება, ანკლავში ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტას ითვალისწინებს.
