ჯუღელის ექსკლუზიური კომენტარი
კალჩო ნაპოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ნაპოლის“ პრეზიდენტი მამუკა ჯუღელს შეხვდა და მათ ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თავად აგენტმა არ დაადასტურა. ჯუღელმა კომენტარი ქრონიკასთან გააკეთა. იტალიური მედია წერდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ქართველ ფეხბურთელს სეზონში 3-4 მილიონ ევროს სთავაზობს, გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე, შვიდ მილიონს ითხოვს.
