ჯანლუკა ძამბროტა საქართველოშია
საქართველოში, გაზეტა დელო სპორტის პრეზენტაციისთვის იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა, ჯანლუკა ძამბროტა ჩამოვიდა. მასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კრისტიან ძაკარდოც იმყოფებოდა. ავტორიტეტული იტალიური ვებ-გვერდის ანალოგი საქართველოშიც იფუნქციონირებს და პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
