ევროკომისიის 9 პუნქტის შესრულების პროცესი
მომავალ კვირას პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება. განახლდა მუშაობა ევროპულ რეკომენდაციებზე. ცხრა პუნქტის შესახებ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, ბოიკოტს განაგრძობს “ლელო”. მამუკა ხაზარაძის პარტიის ქმედება არ უკვირთ მმართველ გუნდში. ევროკომისიის ცხრა პუნქტზე, მორიგი შეხვედრა პარლამენტში ორ კვირაში იგეგმება.
