ხვალ "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება
“ქართული ოცნება” ყრილობისთვის ემზადება. ხვალ პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პოლიტსაბჭოს კი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს. ირაკლი კობახიძეს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პარლამენტი ნდობას მომავალ კვირას გამოუცხადებს. ახალი სამთავრობო გუნდის დამტკიცების პროცედურები საკანონდებლო ორგანოში სწორედ ორშაბათიდან დაიწყება. ცნობილი გახდება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობაც.
