ფერმერების მასშტაბური დემონსტრაციები საფრანგეთში
საფრანგეთში ფერმერების საყოველთაო პროტესტი გრძელდება. პარიზი ბლოკირებულია, მასობრივი მსვლელობები გრძელდება საფრანგეთის სხვა რეგიონებშიც. მასშტაბურ პროტესტთან დაკავშირებით ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია. ფრანგი ფერმერები იაფი პროდუქტების გაზრდილ იმპორტს, ევროკავშირის გარემოს დაცვის პოლიტიკას და მაღალ გადასახადებს აპროტესტებენ.
სიუჟეტის ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
