როინ შავაძის მკვლელობის საქმე
როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ პროცესზე ბათუმის ოქროს ბირჟის თანამშრომლები, შავაძის კოლეგები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გამოიკითხნენ. საქმეზე პატიმრობა ათ ადამიანს აქვს შეფარდებული.
