კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერია. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 10 ქვეყანას, ასევე ყველა ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოს. ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მთავარი ოფისი, თავისსავე კვლევაში ამბობს. მნიშვნელოვანია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მთავარი ოფისი შეფასებისას 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მიწოდებულ პარამეტრებს ეყრდნობა. ამ ფონზე კი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, საპირისპიროს ამტკიცებს ამ ორგანიზაციის ქართული ფილიალი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი რიტორიკით გამოირჩევა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
