ორბანის განცხადება
ვიქტორ ორბანი ბრიუსელთან კომპრომისზე მიდის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის უკრაინისთვის ევროკავშირიდან 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას დასთანხმდეს, თუმცა კონკრეტული პირობების სანაცვლოდ. გამოცემა „ლე პოინტთან“ ინტერვიუში, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპული ბლოკის ბიუჯეტიდან კიევის დასახმარებლად თანხის გამოყოფას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი დახმარების პაკეტის გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველ წელს ხელახლა უყრიან კენჭს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ყოველწლიურ კენჭისყრაზე გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ.