კორუფციის აღქმის ინდექსი
2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. ამის შესახებ საუბარია კორუფციის აღქმის ინდექსი 2023-ში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, საქართველოს შეფასება, 53 ქულა, საუკეთესოა შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის 49-ე პოზიციაზე უთანაბრდება ევროკავშირის წევრ კვიპროსს და უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ, ჯამში, 10 სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 27 სარეიტინგო საფეხურით უსწრებს 76-ე ადგილზე მყოფ მოლდოვას და 55 პოზიციით უსწრებს 104-ე ადგილზე გასულ უკრაინას. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.