გვარამიას პოლიტიკური გეგმები
მმართველი პარტიისთვის არასერიოზულია, რომ არჩევნებზე ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის კონკურენტი იყოს. სახელისუფლებო გუნდში აღარ უკვირთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პოლიტიკოსების ამავე პარტიისგან გამიჯვნის პროცესი. „ქართული ოცნები“ს მსგავსად, ოპოზიციაშიც ამბობენ, რომ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია.