საკადრო ცვლილებები
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პრემიერობის კანდიდატი პოლიტსაბჭოს მხარდაჭერის შემდეგ წარადგენს. პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილზეც და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიღწევებს, რომლებიც მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.