კომპანია “ჯი ვი პიმ” სემეკს და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, 2024 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო
კომპანია “ჯი ვი პიმ” სემეკს და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, 2024 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური პროექტის განხორციელება, კომპანიამ 2023 წლის დასაწყისში რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით დაიწყო.
