შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ცნობას პენტაგონი ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან დაშავებულ სამხედროებს თავის ტვინის ტრავმების ახალი სიმპტომები ეტაპობრივად უვლინდებათ.
