"ქართუს" განცხადება და ვითარება "რესპუბლიკურში"
რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი ავარიული შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაუქმებას და რეორგანიზაციის შეჩერებას კვლავ ითხოვს. ჯანდაცვის სამინისტრო კი მათ ალტერნატიულ სამუშაო ადგილებს და კომპენსაციებს სთავაზობს. უწყების ინფორმაციით, მათი ნაწილი შეთავაზებას უკვე დათანხმდა. პარალელურად იმ ვნებათაღელვის გამო, რომელმაც სამედიცინო საზოგადოების ნაწილი მოიცვა, განცხადებას ავრცელებს ფონდი „ქართუ“, სადაც აღნიშნულია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე, ახალი კლინიკის აშენებასთან კავშირი არ აქვთ.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
