"ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტზე შესაძლო რუსული შეტევების მოსაგერიებლად უნდა მოემზადოს" - ამ სათაურით სტატია ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.
"ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტზე შესაძლო რუსული შეტევების მოსაგერიებლად უნდა მოემზადოს" - ამ სათაურით სტატია ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა. გერმანიაში, ნატოს ლოჯისტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ალიანსს თავდაცვის გასაძლიერებლად ცოტა დრო აქვს. გენერალ ლეიტენენტი ალექსანდრე სოლფრანკი ამბობს, რომ მოკავშირეებმა ნატოს ჯარებისა და ტექნიკის სწრაფად გადაადგილებისთვის არსებული ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაამარტივონ.
