Aus Open-ი იანიკ სინერმა მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ჰყავს. ყველაზე ახალგაზრდა იანიკ სინერი, რომელმაც ფინალში 2-სეტიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და რუსი სპორტსმენი 5 სეტში დაამარცხა. მელბურნში გამართული გადამწყვეტი დაპირისპირება 3 საათი და 46 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ იანიკმა ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს უშანსოდ მოუგო. ეს სინერისთვის პირველი დიდი სლემის ტიტულია და ასევე 2008 წლის შემდეგ პირველი იტალიელია, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა.
