ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს
„მონა ლიზას“ წვნიანი შეასხეს. ინციდენტი ლუვრში ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ ფორმით პროტესტი ორმა ქალმა გამოხატა, რომლებმიც ჯანსაღი კვების უფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია. ინციდენტის შედეგად ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარული ნამუშევარი არ დაზიანებულა, რადგან მას ტყვიაგაუმტარი მინის საფარი იცავს.
