გუტერეში პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს დახმარებაზე
გაეროს გენერალური მდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს, განაახლონ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსება. ანტონიო გუტერეში პირობას დებს, რომ პასუხისგებაში მიეცემა სააგენტოს ყველა ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმასთანაა კავშირში. მისივე თქმით, 12 ეჭვმიტანილიდან ცხრას სააგენტომ კონტრაქტი უკვე შეუწყვიტა, 1 პირი გარდაცვლილია, ხოლო ორის მიმართ თავდასხმასთან შესაძლო კავშირზე გამოძიება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდა ზოგიერთი თანამშრომლის 7 ოქტომბრის თავდასხმასთან კავშირის შესახებ, შეერთბულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და კანადამ სააგენტოს დაფინანსება შეაჩერეს.
