ჯანდაცვის უწყების შეთავაზება რესპუბლიკურის მედპერსონალს
ჯანდაცვის სამინისტრო პერსონალს ყოვედ ღიურად 6-დან 7 საათამდე, კითხვების შემთხვევაში სამედიცინო ჰოლდინგთან შეხვედრას სთავაზობს. უწყება 13 კლინიკის ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მედიკოსებს ალტერნატიული სამსახურის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მთავრობის გადაწყვეტილებით რესპუბლიკურის ბაზაზე ახალი 500-საწოლიანი კლინიკა უნდა აშენდეს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვება. როგორია სახელმწიფოს გეგმა დეტალურად დღეს 20:00 საათზე „იმედის კვირაში“ ნახავთ. დღეს კლინიკების ხელმძღვანელებმა მედიასთან ოფიციალურად თქვეს, რომ რესპუპლიკურის ექიმების დასაქმების მზაობას გამოხატავენ და სამედიცინო პერსონალის მხრიდან სურვილის შემთხვევაში შესახვედრად მზად არიან.
